აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა.

მოქალაქეები მეორე თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი განცხადებით, მთავარი მოთხოვნაა, რომ სხვადასხვა აქციის დროს დაკავებულთა დროული გათავისუფლება მოხდეს. ამასთან, ისინი საპარლამენტო არჩევნების ხელახლა დანიშვნას ითხოვენ.

“ქვეყანა ჩრდილოეთ კორეას დაემგვანა, ივანიშვილი ქვეყანაში რეპრესიებს ახორციელებს, ამ შემთხვევაში დემოკრატიული სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება. მოვითხოვთ, დროულად გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები”,- განაცხადეს შეკრებილებმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა