დონალდ ტრამპი - ამერიკის დაცემა დასრულდა, ყველაფერი დღეიდან და ძალიან სწრაფად შეიცვლება - ახლა გვყავს მთავრობა, რომელიც ვერ უმკლავდება უბრალო კრიზისს სახლში და პარალელურად საზღვარგარეთ კატასტროფულ მოვლენებს აწყდება

ამერიკის მოქალაქეებისთვის 2025 წლის 20 იანვარი განთავისუფლების დღეა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამერიკის დაცემა დასრულდა. ყველაფერი დღეიდან შეიცვლება და ძალიან სწრაფად შეიცვლება. ბოლო არჩევნები მანდატია, რომ ეს საშინელი ღალატი შევცვალო და ხალხს რწმენა, სიმდიდრე, დემოკრატია და თავისუფლება დავუბრუნო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, იმედი აქვს, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებად დაიმახსოვრებენ.

„ახლა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც ვერ უმკლავდება უბრალო კრიზისს სახლში და პარალელურად საზღვარგარეთ კატასტროფულ მოვლენებს აწყდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს