მარკო რუბიო - ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს

ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის მიერ თანამდებობაზე ერთხმად დამტკიცების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გვინდა, რომ ომი დასრულდეს. ეს ნათელია. პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ სურს იყოს პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას ხელს შეუწყობს და კონფლიქტებს დაასრულებს. ეს, ასევე, რთული იქნება. რთული საკითხებია. ვადების დადგენა არ შემიძლია, მაგრამ ვიტყოდი, რომ როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტს ასრულებ, რომელთაგან თავიანთ მაქსიმალურ მიზნებს ვერცერთი ვერ აღწევს, მაშინ რაღაცის დათმობა ორივე მხარეს მოუწევს“, - განაცხადა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრიორიტეტი იქნება.

„ამ კონფლიქტში აგრესორი რუსეთია, მაგრამ ეს ომი უნდა დასრულდეს. საბოლოო ჯამში, ეს საგარეო პოლიტიკის სირთულეს წარმოადგენს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს