2024 წელს APM Terminals Poti-ს მიერ 545, 297 TEU კონტეინერი დამუშავდა

2024 წლის იანვარ-დეკემბრის მონაცემებით, ჯამში APM Terminals Poti-ს მიერ 545, 297 TEU კონტეინერი დამუშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონტეინერის დამუშავების ბოლო სამი წლის მონაცემები ასეთია: 2022 წელი - 357,857 ტეუ, 2023 წელი - 592,589 ტეუ, 2024 წელი - 545,297 ტეუ, 2024 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ჯამში 313 საკონტეინერო გემი მიიღო და დაამუშავა 74 173 მანქანა.

„მეორადი მანქანების საზღვაო ხაზებით ტრანსპორტირება და გადამუშავება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სერვისად რჩება. ბოლო სამი წლის მანძილზე, ფოთის პორტში, ჯამში 200 000-ზე მეტი ავტომანქანა დამუშავდა, კერძოდ: 2022 წელი - 47,537 2023 წელი - 80,454 2024 წელი - 74,173 გასულ წლებთან შედარებით, 2024 წელს გენერალური ტვირთის მიღება შემცირდა, თუმცა მნიშვნელოვნად გაიზარდა სარკინიგზო-საბორნე გზით გადაზიდული ტვირთის ოდენობა, კერძოდ, 2024 წელს გადაიზიდა 157 895 ტონა ტვირთი, მაშინ როდესაც 2023 წელს ტვირთის რაოდენობა იყო 96 434, ხოლო 2022-ში - 98 992 ტონა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ