ლევან ბეჟაშვილი - აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელია დიქტატორები, ბიძინა ივანიშვილი კი მოიაზრება პუტინის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის დიქტატორული რეჟიმების გვერდზე

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ ყოფილა წარმოდგენილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე - დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს ადამიანს, პარტნიორს, რომელსაც ხელს ჩამოართმევს და მიიწვევს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, „კარგია, რომ ოპოზიცია ცდილობს, ასეთ დიდ ღონისძიებას დაესწროს“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ ყოფილა წარმოდგენილი ინაუგურაციაზე. ეს არის განმსაზღვრელი, რომ დღეს, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს ადამიანს, პარტნიორს, რომელსაც ხელს ჩამოართმევს და მიიწვევს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ეს არის პრობლემა. ის, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ნებისმიერი ფორმით ცდილობენ ასეთ დიდ ღონისძიებას დაესწრონ და ამაზე შესაბამისი მოწვევებიც აქვთ, ეს სხვა საკითხია და კარგია. ინაუგურაციას ვინ სად ესწრებოდა, ნამდვილად, მეათე ხარისხოვანია“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილმა უპასუხა კითხვას: არის თუ არა თანხვედრაში „ოცნებისა“ და ტრამპის პოლიტიკა“ და აღნიშნა, რომ „ამის პასუხი“ ის განცხადებებია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებებთან დაკავშირებით კეთდება.

„არის თუ არა თანხვედრაში „ოცნებისა“ და ტრამპის პოლიტიკა, ამის პასუხი ის განცხადებებია, რომლებიც კეთდება ივანიშვილის სანქცირებებთან დაკავშირებით. ახალი ადმინისტრაციისთვის ასევე, მიუღებელია დიქტატორები, დიქტატორული რეჟიმები, და ის, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიაზრება პუტინის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის დიქტატორული რეჟიმების გვერდზე, მთავარი განმსაზღვრელია შემდგომი ურთიერთობებისა აშშ-ისა და საქართველოს შორის. ამიტომ, ივანიშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, დანიშნოს არჩევნები და ქართველ ხალხს მიანდოს საქართველოს მომავალი“,- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით საუბრები „გაუმართლებელია“.

„დიფ სთეითთან“ მიმართებით ყველანაირი საუბარი გაუმართლებლად მიმაჩნია, იმიტომ, რომ რეალური პოლიტიკა უნდა აწარმოოს ნებისმიერმა ხელისუფალმა და ნებისმიერმა პოლიტიკოსმა. ამიტომ, ივანიშვილისგან და „ქართული ოცნებისგან“ კიდევ უფრო სასაცილოდ ჟღერს „დიფ სთეითის“ საკითხი, მაშინ, როდესაც ისინი ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ და სწორედ, რუსულ ინტერესებს ახორციელებენ ქვეყანაში. დღეს მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში „დიფ სთეითი“ კი არ არის, რუსული იმპერიალისტური ზრახვების განხორციელებაა“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა