უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 72 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 72 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 131 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 72 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ხოლო 59 დრონი უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა და მიზანს ვერ მიაღწია.

„პოლტავისა და ჩერკასის ოლქებში შენობები და კერძო სახლები დაზიანდა. მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან“, - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსების მიერ გაშვებული დრონები პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ვინიცის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივის, ოდესის,ზაპოროჟიეს, რივნესა და დონეცკის ოლქებში გაანადგურეს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა