ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის შენობაში, სადაც რექტორის არჩევნები უნდა გაიმართოს, ხმაურია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის შენობაში, სადაც რექტორის არჩევნები უნდა გაიმართოს, ხმაურია. სტუდენტთა ნაწილი აკადემიური საბჭოს სხდომაზე, სადაც რექტორი უნდა აირჩიონ, შესვლას ცდილობს. კარები ჩაკეტილია, რის გამოც სტუდენტები პროტესტს კარებზე ხმაურით გამოხატავენ.

„შემოგვიშვით. „ცეცხლი ოლიგარქიას“, - ისმის შეძახილები.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.

რექტორობის კანდიდატები არიან: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე კანდიდატი ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს