ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ხმაურის ფონზე დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები დაიწყო. პარალელურად, უნივერსიტეტის დერეფანში ხმაურია. სტუდენტები აცხადებენ, რომ უნივერსიტეტში დიქტატურა მყარდება. პერიოდულად ისმის შეძახილები „სირცხვილია“.

აკადემიური საბჭო დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხს განიხილავს. რექტორობის კანდიდატები არიან: აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე, ხოლო მეორე კანდიდატი ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.

კანდიდატებს სამოქმედო გეგმის განსახილველად კონკრეტული ვადა განესაზღვრებათ. სამოქმედო გეგმის და კითხვა - პასუხის დასრულების შემდეგ, აკადემიური საბჭო რექტორს ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს