უკრაინის გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში ნავთობსაცავს, სმოლენსკში საავიაციო ქარხანას და დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში „ლისკინსკაიას“ ნავთობის საცავს ერთ კვირაში ორჯერ დაარტყეს. მეორე თავდასხმა 21 იანვარს ღამით განხორციელდა.

„უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან თანამშრომლობით განხორციელებული დარტყმის შედეგად საწვავისა და საპოხი მასალების რეზერვუარები იწვის. საწარმო რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას, „როსნეფტს" ეკუთვნის“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქში სმოლენსკის საავიაციო ქარხნის ინფრასტრუქტურას დაარტყეს, სადაც საბრძოლო თვითმფრინავები მოდერნიზდება და მზადდება. ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებები დაფიქსირდა.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ასევე გრძელდება რუსული საოკუპაციო არმიის სამეთაურო პუნქტების განადგურება. კერძოდ, დარტყმა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის 29-ე არმიის სამეთაურო პუნქტზე დონეცკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ვოლნოვახაში.

„არის ინფორმაცია სამიზნე ზონაში აფეთქებებისა და კვამლის შესახებ. თავდასხმის შედეგები ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს