ბათუმის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი ქეთევან ბერიძე რექტორობის კანდიდატებს - უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს უნივერსიტეტელი და ამ წიაღის წარმომადგენელი - ვერ მოგცემთ ხმას

უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს უნივერსიტეტელი და ამ წიაღის წარმომადგენელი. ვერ მოგცემთ ხმას, - ეს განცხადება ბათუმის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა ქეთევან ბერიძემ, რექტორობის კანდიდატებთან მიმართებაში სხდომაზე გააკეთა, რომელზეც ბსუ-ს რექტორი უნდა აირჩიონ.

მისი თქმით, არცერთ კანდიდატს ხმას არ აძლევს.

„ვისურვებდი, რომ მის ადგილზე მისი ძმა მენახა, (ტიტე აროშიძის ძმა აკადემიური საბჭოს წევრია). გარედან გვესმის ხმები [აქცია მიმდინარეობს], ასეთ პირობებში რექტორობის კანდიდატის გამოსვლას ვისმენ. უნივერსიტეტის რექტორი უნდა იყოს უნივერსიტეტელი და ამ წიაღის წარმომადგენელი. მაქვს კითხვა: რატომ?.. ერთი ფუთი მარილი უნდა შეჭამო, რომ ადამიანი გაიცნო, თქვენ რამდენი პერსონალი უნდა გაიცნოთ? ჩვენმა რექტორმა 8 წლის განმავლობაში მიგვაჩვია ოქროს შუალედს ანუ ბალანს, მე ვერცერთ კანდიდატში ამას ვერ ვხედავ. დიდი პატივისცემა თქვენ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავ ვცემ პატივს. ვერც ერთ თქვენგანს ვერ მოგცემთ ხმას. მე მინდა გითხრათ, რომ არასოდეს, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ წარმოვადგენ, ვერასოდეს ვერ იხილავთ ჩემს სახელს და გვარს მომავალში პოლიტიკურ პარტიაში“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, ამ წუთებში აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით ბათუმის უნივერსიტეტის რექტორს ირჩევს. აღნიშნული პროცედურა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. უნივერსიტეტის რექტორობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის - აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” წევრი ტიტე აროშიძე და ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე