მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლეს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლეს.

ჟურნალისტებმა შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე მიიღეს, საიდანაც მსვლელობით მივიდნენ უზენაეს სასამართლოსთან.

მსვლელობისას აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”, „თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მზია ამაღლობელის და “სხვა სინდისის პატიმრების დატყვევებაში ცენტრალური როლი სასამართლოს ეკუთვნის”.

“სასამართლო არის კლანების მიერ მართული და ყველა გზა მანდ მიდის, ამიტომ ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ - არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა.

ისინი არიან ქვეყანაში სამართლის გარანტები, ისინი არიან სასამართლო ხელისუფლება, ამავე დროს არიან ბიძინა ივანიშვილის მონები”,- განაცხადა ჟურნალისტმა ნინო ზურიაშვილმა.

მედიის წარმომადგენლები საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან სკანდირებდნენ: “მონებო, მონებო”, “მურუსიძე მონა!”.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მათ უზენაესი სასამართლოს შესასვლელთან ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.

ცნობისთვის, ბათუმში, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე