ადვოკატი - მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გვსურს მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი განხორციელდეს - იგეგმება სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვა

სააპელაციო სასამართლოს მიმართ დასრულდა ყველანაირი მოლოდინი, დაარღვია ყველანაირი ფორმალური წესი, მათ შორის, ვადების დაცვის ნაწილში და არ გაითვალისწინა არც ჩვენი პოზიცია, არც სახალხო დამცველის და საერთოდ, არც კი განიხილა საქმე, - ამის შესახებ “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა ჯუმბერ ქათამაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, დაცვის მხარეს სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

დღესვე, ჯუმბერ ქათამაძემ მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა და მის მდგომარეობას გაეცნო.

ადვოკატის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტმა ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ჩვენ დღეს დაახლოებით, 15:00 საათზე შევედით მზიასთან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, ჯერჯერობით არანაირი ჩარევა არ გამხდარა საჭირო და აგრძელებს შიმშილობას. თვითონ როგორც მითხრა, ექიმის მეთვალყურეობას არ საჭიროებს და თავს კარგად გრძნობს. ჩვენ დავტოვეთ განცხადება, რომ მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი.

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ის უკანონო იყო და ეს იქიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ვიცით, რა სახის მასალებზე დაყრდნობით იმსჯელა მეორე ინსტანციის სასამართლომ. ყველა ის მასალა, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში იყო წარმოდგენილი და რომელსაც დაემატა განჩინება, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოიცა პატიმრობასთან დაკავშირებით და ასევე ჩვენი საჩივარი, შესაბამისად, გარემოებები, რომელიც საქმის მასალებში იყო წარმოდგენილი, არ იძლევდა არანაირ საფუძველს იმის, რომ პატიმრობა ყოფილიყო გამოყენებული.

საპროცესო კოდექსი მკაფიოდ აწესებს იმას, რომ თუ კი არსებობს ალტერნატივა აღკვეთის ღონისძიების საშუალებისა, რათა აღკვეთის ღონისძიების მიზნები იყოს აღმოფხვრილი, პატიმრობა არ უნდა იქნეს გამოყენებული, შესაბამისად, ასეთი გარემოებები არ არსებობს.

რაც შეეხება დასაბუთებას, ჩვენ მაინც არ ვიჩქარებთ, სანამ წერილობითი დასაბუთება არ ჩაგვბარდება უშუალოდ სააპელაციო სასამართლოსგან და იქ რაც ეწერება, ამაზე უფრო ვრცლად შეგვეძლება, რომ ვისაუბროთ.

სააპელაციო სასამართლოს მიმართ დასრულდა ყველანაირი მოლოდინი, დაარღვია ყველანაირი ფორმალური წესი, მათ შორის, ვადების დაცვის ნაწილში და არ გაითვალისწინა არც ჩვენი პოზიცია, არც სახალხო დამცველის და საერთოდ, არც კი განიხილა საქმე. შიდასამართლებრივად, აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრების სხვა ინსტრუმენტი ჩვენ აღარ გვაქვს, 4 მარტს არის შემდეგი სასამართლო სხდომა და ამ სხდომაზე უნდა გადაისინჯოს პატიმრობა კიდევ ერთხელ.

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი მიმართვას, ამაზე, რა თქმა უნდა, დაწყებულია მუშაობა და უნდა ჩაგვბარდეს დასაბუთებული განჩინებაც, რათა გამოვიყენოთ და ყველა საბუთთან ერთად, დაცვის სტრატეგიაც დაისახება - როდის მოხდება მიმართვა და რა მიმართულებით იქნება შეტანილი ჩვენი საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში”, - განაცხადა ჯუმბერ ქათამაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე