სალომე ზურაბიშვილი - ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს პარტნიორად ქვეყნის მიღებას, რომელიც ემეგობრება ხან ჩინეთს, ხან ირანს, ხან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს და არავითარი პრინციპები არ გააჩნია

ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკა ყოველთვის ორპარტიული იყო და სასანქციო ნაბიჯებს, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, უკვე აქვს თავისი ეფექტი. შეგვიძლია საქართველოში გარკვეული წრეების რეაქციით ამის დანახვა, ნარატივის მიუხედავად, თითქოს არაფერი ხდება და მნიშვნელობა არ აქვს, შეგვიძლია დავინახოთ, რომ მნიშვნელობა აქვს.

„MEGOBARI აქტი”, რომელიც ხელახლა იქნა წარდგენილი კონგრესმენ უილსონის მიერ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ორივე მიმართულებას აჩვენებს. ის აჩვენებს, რომ თუ იზოლირებულად ყოფნა გვსურს - ეს არის იზოლაციის რისკები, ხოლო თუ ჩვენს რეგიონალურ, ევრო-ატლანტიკურ გზას დავუბრუნდებით, მაშინ არსებობს ზომები, რომელთა მიღებაც შეიძლება და რომლებსაც ძალიან სწრაფად შეუძლია დაგვაბრუნოს აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან, ეკონომიკურ კავშირებთან და მათ განვითარებასთან და ჩვენი ურთიერთობების პოლიტიკურ გაღრმავებასთან. ვფიქრობ, ეს ორმხრივი პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ეს “MEGOBARI აქტშია” ჩაწერილი.

არაღიარება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან არა მგონია, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია იმ ქვეყნის მეგობრად და პარტნიორად მიღება, რომელსაც აღარ გააჩნია არც ერთი ინსტიტუტი, რომელთაც აშშ წლების განმავლობაში უჭერდა მხარს - არანაირი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, კონსტიტუციის არანაირი პატივისცემა, გაყალბებული არჩევნები. ვერცერთ ამერიკულ მთავრობას ვერ ვხედავ, რომელიც შეძლებს მსგავსი ქვეყნის მეგობრად და პარტნიორებად მიღებას, რომელიც ემეგობრება ხანდახან ჩინელებს, ხანდახან ირანს, ხანდახან ზოგიერთ ტერორისტულ ჯგუფს, და არავითარი პრინციპები არ გააჩნია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში ის შეხვედრას შეძლებს აშშ-ის თანამდებობის პირებთან და აღნიშნა, რომ მას შეხვედრა ექნება სენატორებთან ჯინ შაჰინთან („დემოკრატიული პარტია“) და ჯიმ რიშთან („რესპუბლიკური პარტია“).

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია