მაგნუს ბრუნერი - საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ ქართული საზოგადოების მოწოდება

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ განიხილონ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ ქართული საზოგადოების მოწოდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ასევე მოვუწოდებთ [საქართველოს] ოფიციალურ პირებს, მიიღონ ეუთო-ს არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოქვეყნებული რეკომენდაციები და ყველა ვარიანტი განიხილონ საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებისადმი ნდობის აღსადგენად. რა თქმა უნდა, ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგში, მათ შორის [განიხილონ] ახალი არჩევნების ჩატარებისკენ საქართველოს საზოგადოების მოწოდება.

გასულ წელს ევროკავშირმა რიგი ზომები მიიღო, რათა რეაგირება მოეხდინა საქართველოს გაგრძელებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე. შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები და [საქართველოს] ოფიციალური პირებისთვის დახმარება შევაჩერეთ - 30 მილიონი “ევროპის მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტით” და 120 მილიონ ევროზე მეტი მთავრობისთვის პირდაპირი დახმარებით.

ამავდროულად, ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის გვერდში დგომას. 8,5 მილიონი ევრო უკვე გადანაწილდა მათთვის და მზად ვართ დამატებითი სახსრები გადავცეთ საკომუნიკაციო აქტივობებისთვის, ვინაიდან დეზინფორმაციაზე ჩვენი პასუხი უნდა გავაძლიეროთ”, - განაცხადა ბრუნერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე