მალგორზატა გოშიევსკა - უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის წინააღმდეგ, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია

საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი, - ამის შესახებ პოლონელმა ევროპარლამენტარმა, მალგორზატა გოშიევსკამ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ორი თვეა საქართველოში ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს.

„ორი თვეა საქართველო ჩაფლულია მასობრივ პროტესტში სასტიკი, ანტიდემოკრატიული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც კიდევ ერთხელ გააყალბა არჩევნები და ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა. ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით პასუხობს. საქართველო კრიტიკულ ეტაპზეა: ევროპული ღირებულებები, ან კრემლის კრიმინალური რეჟიმის ტრიუმფი. ჩვენ, ევროპარლამენტი, გვერდზე არ უნდა გავდგეთ, უნდა მოვითხოვოთ სანქციები ოლიგარქი ივანიშვილის და მასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ, ამჟამინდელი მთავრობის და პარლამენტის საერთაშორისო იზოლაცია, თავისუფალი მედიის, პროევროპული ორგანიზაციების მხარდაჭერა, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით მოქმედების და გადაწყვეტილების მიღების დროა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე