ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი - საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება

საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ (საფრანგეთი) ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს - ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა. მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება. საქართველოში ძალაუფლება ხალხს აქვს. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა არ ყოფილა. ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა და ბრიუსელი ქაოსის მონაწილეა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება“, - განაცხადა მარიანიმ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე