ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო - საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს აკეთებს და ეს სირცხვილია - ანგარიშია პუტინი - 1, ევროპა - 0, თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ

საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს არ აკეთებს და ეს სირცხვილია, ანგარიშია პუტინი - 1, ევროპა - 0, თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს შვება და ეს სირცხვილია! არჩევნები მოპარულ იქნა, და არც ახალი პრეზიდენტი, არც მთავრობა, არც პარლამენტი არ არიან ლეგიტიმურები. ჯერ კიდევ ველი თქვენგან, რომ ამას ცხადად იტყვით, მაშინ როდესაც ჩვენმა პარლამენტმა უკვე ქნა ასე, ბატონო ევროკომისარო.

ხალხი 55 დღის მანძილზე დაჟინებულია, მათ წინააღმდეგ ბრუტალური რეპრესიებია, სასტიკი თავდასხმებია, თვითნებური დაკავებებია, ძალადობაა და [ევროკავშირის] საბჭომ ვერ შეძლო სერიოზული სანქციების მიღება… ინდივიდუალურად სახელმწიფოებმა მიიღეს [ზომები], მაგრამ ჩვენ არა. და ზომები, რომლებიც მიღებულია, უაზროა!

ქართველები ქუჩებში ევროპული დროშებით აპროტესტებენ, ევროპის სჯერათ და ისინი ნამდვილად იმსახურებენ ჩვენს მხარდაჭერას…

ის, რაც საქართველოში ხდება, სერიოზულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ კავკასიისთვის, შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის და ჩვენთვის. ანგარიშია პუტინი - 1, ევროპა - 0. თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ!” - განაცხადა ლუაზომ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს