ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ

უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ტერიტორიებად, თუნდაც მისი ყველა მოკავშირე ამის მომხრე იყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მისაღები იქნება თუ არა კიევისთვის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაცია აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს შეინარჩუნებს.

მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება დათმოს ის მიწები, რომლისთვისაც უკრაინელები დაიღუპნენ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა მუშაობა ომის ცხელი ეტაპის დასრულებაზე. მისივე თქმით, თავად კრემლის მმართველ პუტინს ჯერჯერობით არ ესმის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან, ამიტომ აშშ-მა და ევროპამ მასზე ზეწოლა უნდა განახორციელონ. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ურჩევს პუტინთან მოლაპარაკებების დაწყებას კითხვით, თუ რა სურს და რას სთავაზობს თავად ის.

„მან ყველაფერი დაარღვია, დამნაშავეა. მან უნდა იცოდეს რა დაარღვია, რა დააშავა და ა.შ. თუ მასთან თანაბარ დონეზე დაიწყებთ მასთან, ეს უკრაინისთვის წამგებიანი იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა