Capital Finance International - საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას

ბრიტანული გამოცემა Capital Finance International - ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე წერს და სტატიაში ეროვნული ბანკის საქმიანობას აფასებს.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჟურნალისტი, გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოში ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელზე ამახვილებს ყურადღებას, რაც მისი შეფასებით სებ-ის პროაქტიული მიდგომის შედეგია და აღნიშნავს, რომ სებ-ის „ძლიერება სტაბილურობაშია”.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს ეფექტურ მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. სებ-მა ეფექტური მონეტარული პოლიტიკა გაატარა და საპროცენტო განაკვეთების დროული კორექტირება უზრუნველყო, რითაც წარმატებით მართა ინფლაციური მოლოდინები და ხელი შეუწყო ბიზნესისა და მომხმარებელთა ნდობის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

გლობალური ინფლაციური წნეხის მიუხედავად, საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელი 2022 წლის საშუალოდ 11.9 პროცენტიდან 2023 წელს 2.5 პროცენტამდე, ხოლო 2024 წელს 1.1 პროცენტამდე შემცირდა. 2023 წლის მარტიდან ინფლაცია 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა ნარჩუნდება, რაც სებ-ის პროაქტიული მიდგომის დასტურია", - წერს სტატიის ავტორი.

“სტატიაში ასევე, ხაზგასმულია ეროვნული ბანკის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც ფინანსური სტაბილურობის განმტკიცება უზრუნველყო და ქვეყანაში მდგრადი, ლიკვიდური და კარგად კაპიტალიზებული საბანკო სექტორი ჩამოაყალიბა.

Capital Finance International-ი ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებისას საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურებებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ.

CFI.co ყოველკვარტალური ბეჭდური ჟურნალი და ონლაინ რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co-ის სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს და გამოცდილი სარედაქციო გუნდითაა დაკომპლექტებული. ყოველკვარტალურად მის ბეჭდურ გამოცემას საშუალოდ 186 000 მკითხველი ეცნობა, ონლაინ კი ყოველთვიურად 410 000 ნახვა აქვს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა