სერგო ჩიხლაძე - ევროპარლამენტში დებატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსადმი ინტერესი არ ნელდება - მეორე მხრივ, არ ნელდება და არ შემცირდება ზეწოლა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმზე

გუშინდელი დებატები ევროპარლამენტში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსადმი ინტერესი არ ნელდება - მეორე მხრივ, არ ნელდება და არ შემცირდება ზეწოლა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმზე, - ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანმა, სერგო ჩიხლაძემ, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატები.

მისი თქმით, საქართველო მუდმივად არის ევროპარლამენტის პრიორიტეტული საკითხი და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ იქნება მიღწეული.

„გუშინდელი დებატები ევროპარლამენტში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოსადმი ინტერესი, საქართველოსა და ქართველი ხალხის პროტესტის მხარდაჭერა არ ნელდება. ასევე, მეორე მხრივ, არ ნელდება და არ შემცირდება ზეწოლა ივანიშვილის ძალადობრივ რეჟიმზე. საქართველო მუდმივად არის ევროპარლამენტის პრიორიტეტული საკითხი და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ იქნება მიღწეული. ყველა დებატი, მათ შორის გუშინდელიც, ამას მკაფიოდ აჩვენებს“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში გუშინ, 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარებმა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები და ქმედებები გააკრიტიკეს და ევროპულ ინსტიტუტებს მკაცრი რეაგირებისკენ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდეს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა