Capital Finance International - ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ

„საერთაშორისო პარტნიორების შესაბამისი გამოხმაურებით და შეფასებებით არაერთხელ იქნა ხაზგასმული, რომ სებ-ი და ქართული ფინანსური ინსტიტუტები აშშ-ისა და სხვა შესაბამისი მხარეების მიერ რუსეთის ფედერაციის/ბელარუსის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების მოთხოვნათა სრული დაცვით მოქმედებენ“, - ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, Capital Finance International-ის სტატიაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს ეხება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, პუბლიკაციაში საუბარია ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ, ყოვლისმომცველ მარეგულირებელ და საზედამხედველო ჩარჩოზე, რომელიც ვირტუალური აქტივების სექტორში, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შეიქმნა. ჩარჩო დოკუმენტი, გასულ წელს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ღონისძიებების შეფასების საკითხებში ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) დადებითად შეაფასა.

„MONEYVAL-მა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ამ შეფასებამ საქართველოს შესაბამისობა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციასთან "ნაწილობრივ შესაბამისიდან" "მნიშვნელოვნად შესაბამისამდე" გააუმჯობესა, რითაც ის MONEYVAL-ის ევროპის საბჭოს წევრი მხოლოდ შვიდი სახელმწიფოდან ერთ-ერთი გახდა, ვინც ეს შეფასება მიიღო", - აღნიშნულია სტატიაში.

მათივე ცნობით, Capital Finance International ყოველკვარტალური ჟურნალი და ონლაინ-რესურსია, რომელიც აქტიურად აშუქებს ბიზნესის, ეკონომიკის და ფინანსების საკითხებს. CFI.co 12 წლის წინ დაარსდა და მისი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს. გამოცემის ბეჭდური ვერსია ვრცელდება ისეთ მსხვილ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიცაა: დავოსის ეკონომიკური ფორუმი, OECD-ის კონფერენციები, დუბაის ყოველწლიური საინვესტიციო შეხვედრები (AIM), Opal Group-ის ინვესტორთა კონფერენციები, მსოფლიოს საინვესტიციო ფორუმი და სხვა.

„CFI.co-ს ბეჭდურ გამოცემას ყოველკვარტალურად საშუალოდ 186 000 მკითხველი ეცნობა, ონლაინ კი ყოველთვიურად 410 000 ნახვა აქვს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება