ლევან მახაშვილი - სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დებატებზე წარმოსახვით საქართველოს ვხედავთ, რეალური საქართველო კი სხვაა - თუ მათ ასე მაზოხისტურ რეჟიმში ერთი და იგივე ცრუ ბრალდებების გავრცელება სურთ, გააგრძელონ!

სამწუხაროდ, ევროპარლამენტის დებატებზე წარმოსახვით საქართველოს ვხედავთ, რეალური საქართველო კი სხვაა - თუ მათ ასე მაზოხისტურ რეჟიმში ერთი და იგივე ცრუ ბრალდებების გავრცელება სურთ, გააგრძელონ! - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში, საქართველოს თემაზე გამართულ დებატებს.

მახაშვილის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ევროპარლამენტში გამართული დებატებისას ბევრი კარგი და დადებითი გზავნილი იყო, „საერთო ჯამში, ევროპარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან ისევ ისეთი ცრუ ბრალდებები და ყალბი ინფორმაცია გაჟღერდა“.

„თუ ვინმეს რეალურად აქვს სურვილი, რომ საქმეში გაერკვეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სწორი წარმოდგენა ჰქონდეს, შეუძლია ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოს ჩახედოს და ნახოს, რა გადაწყვეტილებები აქვს მიღებული სტრასბურგის სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებით. ჩახედოს, ძალიან ბევრ საერთაშორისო ინდექსს და ნახოს, სად არის საქართველო დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩახედოს ევროკომისიის ანგარიშს, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა და ნახოს, სად არის საქართველო თითოეული მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზას.

სამწუხაროდ, ვხედავთ ხოლმე წარმოსახვით საქართველოს ევროპარლამენტის დებატებზე და რეალური საქართველო კი სხვაა. რეალური საქართველო არის ის, რაც აღნიშნულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებში, ევროკომისიის დასკვნებში და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის არა ერთ ანგარიშში. თუ მათ სურვილი აქვთ, მაზოხისტურ რეჟიმში ერთი და იგივე ცრუ ბრალდებების გავრცელება, გააგრძელონ. საუბარი არა მაქვს ზოგადად ევროპარლამენტზე, ჩვენ საუბარი გვაქვს ცალკეული ევროპარლამენტარების მოკლე ვადიან პოლიტიკურ ამბიციებზე, რომლებიც ეფარებიან ხან ევროპარლამენტის ინსტიტუტს, ხან - სხვას და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაფუჭებას ცდილობენ.

ჩვენ სხვა სურვილი გვაქვს - ჩვენ ამ პროცესს გრძელ ვადაში, გრძელი სტრატეგიითა და გრძელი ხედვით ვუყურებთ. ჩვენ ერთადერთი სურვილი გვაქვს, რომ ევროკავშირთან და მათ შორის ევროპარლამენტთან ურთიერთობები ნორმალურ და ცივილურ ჩარჩოში იყოს", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო