მოსამართლემ აქციაზე დაკავებული პირი, არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ აქციაზე დაკავებული პირი, არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა. მას პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების დაზიანებას, კერძოდ კი ცეცხლის წაკიდებას ედავებიან.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოს გამოყენების შესახებ.

სხდომას ბრალდებული არჩილ მუსელიანციც ესწრებოდა, რომელმაც თქვა, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა და მისი უფლებები დაკავების მომენტიდან დაირღვა. კერძოდ, მუსელიანცის თქმით, ის სამართალდამცველებმა მოტყუებით დააკავეს და დაკითხვის ოქმზეც ხელი მოტყუებით მოაწერინეს.

როგორც ადვოკატმა დიმიტრი ვარდიაშვილმა პროცესზე განაცხადა, სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებისას სცემეს. ამასთან, ადვოკატის თქმით, მუსელიანცი დაკავების შემდეგ 5 დღე ადვოკატის გარეშე იყო. ადვოკატმა სხდომაზე, ბრალდების მხარის მხრიდან წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა მოითხოვა, რადგან მისი თქმით, ისინი საპროცესო ნორმების დარღვევით არის მოპოვებული.

„არჩილ მუსელიანცს ედავებიან ცეცხლის წაკიდებას პარლამენტთან დამონტაჟებული კამერაზე.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ აღიარებს. მასზე იყო, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მას სთავაზობდნენ გარიგებას, თუ დაადებდა ხელს რომელიმე პოლიტიკოსს, ვინც უხდიდა თანხას, ასეთ შემთხვევაში შეიძლებოდა, რომ გაეშვათ. აჩვენებდნენ თითქმის ყველა პოლიტიკოსის სურათებს, ესენი არიან არა მთავრობის წარმომადგენლები, არამედ ოპოზიციის წარმომადგენლები. თქვა, რომ ტელეფონში მაჩვენებდნენ სურათებს და შენ დაგვიდე ხელი, ვინ გიხდის თანხასო“, - განაცხადა დიმიტრი ვარდიაშვილმა.

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა