ბერდია სიჭინავა - „შერატონ ბათუმი“ გახარიაზე პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა - შესაძლოა, სასტუმროსთან  წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ მის სივრცეში თავდასხმისთვის ჩასაფრება მოეწყობოდა

„შერატონ ბათუმი“ გახარიაზე პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა - მათი მოქმედებები აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა, სასტუმროს ადმინისტრაციასთან წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ მის კუთვნილ სივრცეში თავდასხმისთვის ჩასაფრება მოეწყობოდა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავას თქმით, შემთხვევის ადგილას პოლიციის „განზრახ, დაგვიანებით მისვლამ, თავდამსხმელებს ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა მისცა“.

„სასტუმრო „შერატონ ბათუმი“ გიორგი გახარიაზე პოლიტიკურ შურისძიებაში რეჟიმის თანამზრახველი აღმოჩნდა.

„შერატონ ბათუმის“ გულგრილობა უკვე გადაზრდილია „ოცნებასთან“ დანაშაულებრივ თანამზრახველობაში, რაზეც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გარდაუვალი. „შერატონ ბათუმის“ მოქმედებები აჩვენებს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები შესაძლოა წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები სასტუმროს ადმინისტრაციასთან, რომ სასტუმროს კუთვნილ სივრცეში თავდასხმისთვის ჩასაფრება მოეწყობოდა. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიაზე თავდასხმამდე მომხდარი ძალადობრივი ინციდენტის დაზარალებული მიზანმიმართულად მოაშორეს შემთხვევის ადგილს პოლიციის გამოძახების გარეშე, შეიარაღებული მოძალადეები დატოვეს ადგილზე და დაგეგმილი დანაშაულის განხორციელების შესაძლებლობა მისცეს, რა დროსაც სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ფაქტობრივად უმოქმედოდ იდგნენ.

სასტუმროს თავდასხმისთანავე მყისიერად არ გამოუძახებია პოლიცია და ადგილზე, თითქმის, ერთი საათის დაგვიანებით მისულ პოლიციას დაუცველი, პერსონალის მიერ უკვე დასუფთავებული შემთხვევის ადგილი დაახვედრეს, მაშინ, როდესაც ამ ფაქტის გასაპროტესტებლად 18 იანვარს „შერატონ ბათუმში“ მოწყობილი მშვიდობიანი აქციისას, პოლიცია ადგილზე დაახლოებით, 4 წუთში მობილიზდა. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „შერატონისგან“ უახლოესი პოლიციის განყოფილება მდებარეობს 700 მეტრში. შემთხვევის ადგილზე პოლიციის განზრახ, დაგვიანებით მისვლამ, თავდამსხმელებს ადგილიდან მიმალვის შესაძლებლობა მისცა.

ერთი კვირაა რეჟიმის მიერ ორგანიზებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების გადმოცემას ვითხოვთ, რასაც „შერატონ ბათუმი“ აუხსნელი მიზეზებით თავს არიდებდა. როგორც ხედავთ, ეს იყო გამოძიებისა და სასტუმროს კოორდინირებული მოქმედება, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მოეგოთ დრო და შესძლებოდათ ჩანაწერებთან ერთად, სრული სერვერული ინფრასტრუქტურა ამოეღოთ, რათა ეს კადრები ჩვენთვის ხელმიუწვდომელი გამხდარიყო.

აღსანიშნავია, რომ ამოღებულ ე.წ. ვინჩესტერებში ინახება უამრავი ადამიანის დიდი მოცულობის პერსონალური ინფორმაცია, რომლებიც ამ სასტუმროთი სარგებლობდნენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ სასტუმროს რეპუტაციაზე და იქ ყოფნის უსაფრთხოების რისკებზე, როგორც ფიზიკური, ასევე პერსონალური ინფორმაციის ხელყოფის კუთხით.

ორგანიზებულ თავდასხმაში, მტკიცებულებების დამალვასა და განადგურებაში მონაწილე ვერცერთი პირი, ვერ შეძლებს დამალვას და პასუხისმგებლობისგან გაქცევას, რომელთაც პერსონალურად, სათითაოდ ვპირდებით, რომ ეს იქნება გარდაუვალი, მაგრამ აბსოლუტურად სამართლიანი.

პარალელური რეჟიმით, ჩვენ რესურსებით აქტიურად ვატარებთ გამოძიებას მტკიცებულებების მოპოვებისა და დამნაშავეების იდენტიფიცირების მიზნით“,- განაცხადა სიჭინავამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე