გურამ როგავა - მინდა კოლეგებს მივმართო, რომლებიც დღეს დამკვირვებლებად არიან წარმოდგენილი, თუ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ, ძალიან ცდებიან, ხვალ მათთანაც მოვლენ, მაგრამ გვიანი იქნება

მინდა ჩემს კოლეგებს მივმართო „რუსთავი 2-დან“ და სხვა მედიასაშუალებებიდან, რომლებიც დღეს მხოლოდ დამკვირვებლებად არიან წარმოდგენილი. თუ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ, ძალიან ცდებიან, ხვალ მათთანაც მოვლენ, მაგრამ გვიანი იქნება, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ხმის ამომღები არავინ დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, გურამ როგავამ საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის მორიგ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი წარმოადგენს მედია ორგანიზაციას, რომლის რედაქციაც ემსახურება მოსახლეობის, ხალხის ინტერესებს.

„მე დღეს აქ მოვედი იმიტომ, რომ მზია ამაღლობელს გამოვუცხადო მხარდაჭერა. მზია ამაღლობელი წარმოადგენს დღეს მედია ორგანიზაციას, რომლის რედაქციაც ემსახურება პირველ რიგში, მოსახლეობის, ხალხის ინტერესებს და არაერთი ადამიანის ინტერესებს.

ოცნების „ნიუსრუმი“ ბიძინა ივანიშვილს აქვს - ტელეკომპანია „იმედი“ და „იმედის“ დამფუძნებელმა, მფლობელმა გუშინ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მაგალითად: ჩემზე თავდასხმა მის ეთერში იმის გამო არ გაშუქდა, რომ მე თურმე ვაკრიტიკებ „იმედს“ და „იმედის“ თანამშრომლებს. სწორედ, ასეთია ოცნების „ნიუსრუმი“ ბიძინა ივანიშვილისთვის. მას წარმოუდგენია, რომ ამ ქვეყანაში ყველა ამ პრინციპით უნდა ხელმძღვანელობდეს, რადგან მზია ასეთ რედაქციას არ წარმოადგენს, ამიტომაც არის პატიმრობაში. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენც იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა როგავამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი