„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ფოთის საზღვაო ნავსადგურის განათების პროექტი დაასრულა, რომელიც 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” ფოთის საზღვაო ნავსადგურის განათების პროექტი დაასრულა, რომელიც 2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ნავსადგურისა და საკონტეინერო ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟდა 22 ერთეული 45 მ სიმაღლის ანძა და 61 განათების ბოძი, რამაც ღამის საათებში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ხილვადობა და უზრუნველყო პერსონალისა და ტექნიკის უსაფრთხო გადაადგილება.

„ამასთანავე, ჰალოგენური ნათურები შეიცვალა ენერგოეფექტური LED სანათებით, რაც პირდაპირ პასუხობს კომპანიის მიზანს, 2040 წლისთვის შეამციროს ნახშირბადის წარმოქმნა.

განხორციელებული აქტივობები, ნავსადგურში ელექტროენერგიის წლიურ მოხმარებას 30%-ით შეამცირებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე