„ყველგან კამერები არსად კადრები“ - ამ ლოზუნგით ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან“ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

„ყველგან კამერები არსად კადრები” - ამ ლოზუნგით ბათუმში, სასტუმრო „შერატონთან” პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა, სასტუმროს შენობაზე სტიკერები დატოვეს წარწერით „შერატონი არ არის უსაფრთხო”.

„პროკურატურამ მთლიანად გაიტანა სერვერები, ამ სერვერებზე გარდა ამისა, ინახებოდა ძალადობის ამსახველი კადრები, ორგანიზებული თავდასხმის კადრები, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრზე განხორციელდა. ასევე, ამ სერვერებზე უამრავი ადამიანის პერსონალური მონაცემები ინახებოდა, დღეს აქ მოსული ვართ იმიტომ, რომ ადამიანებს ვუთხრათ, ეს სასტუმრო არ არის უსაფრთხო, ეს სასტუმრო შეიძლება ნებისმიერ დროს გახდეს ძალადობის ხელისდამფარებელი და მონაწილე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს”, - აცხადებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ვიკა ფილფანი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს