ბორის პისტორიუსი - ევროპელებს ახლა ევროპის უსაფრთხოებაზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ვიდრე ოდესმე, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგი

ევროპელებს ახლა იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპის უსაფრთხოებაზე, ვიდრე ოდესმე, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების მიუხედავად, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, თუ როგორია დონალდ ტრამპის, თეთრი სახლისა და ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგი, ჩვენ ჩვენს თავზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ“, - განაცხადა პისტორიუსმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, იყო თუ არა მისი ლიეტუვაში ვიზიტი ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რომელის მიზანი, რუსეთის სამხედრო აგრესიასთან დაპირისპირების კონტექსტში, ევროპის აქტიური პოზიციის დემონსტრირებაა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ამ სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტია 2023 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება ლიეტუვაში ბუნდესვერის ბრიგადის მუდმივად განლაგების შესახებ.

„ამ პროგრამის განხორციელება გეგმის მიხედვით მიდის და საგზაო რუკა დროულად დასრულდება", - განაცხადა პისტორიუსმა და დასძინა, რომ ბრიგადა სრულად იქნება მომზადებული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

მინისტრის თქმით, 2025 წლის ბოლომდე ლიტვაში განლაგდება ბუნდესვერის პირველი 500-მდე ჯარისკაცი 5 000 ჯარისკაციდან, რომლის განლაგება მომდევნო ორი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.

ამასთან, კითხვაზე, შეძლებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასრულებას, როგორც ამას პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ცეცხლის შეწყვეტაზე, შემდეგ კი უკრაინის მდგრად მშვიდობაზე, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ყველა სხვა ქვეყნისგან. მისი განმარტებით, თუ ეს სცენარი არ განხორციელდება, ძალიან მაღალია რუსეთის მხრიდან თავდასხმის განმეორების ალბათობა სულ რაღაც ორიოდე წელიწადში და სწორედ ამ პრობლემას გადაჭრის წინაშე მოუწევს ევროპას აღმოჩენა მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ არ მოსწონს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი მოლაპარაკების სტრატეგიის საჯარო განხილვის იდეა

„ეს არ არის ის, რის შესახებაც საჯაროდ უნდა ვისაუბროთ“, - აღნიშნა პისტორიუსმა.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა კიევი გერმანიის მიერ დაპირებულ 3 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში 23 თებერვალს დაგეგმილ არჩევნებამდე, პისტორიუსმა უპასუხა: „იმედი მაქვს, დიახ“.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე