ლოს-ანჯელესთან ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, რის გამოც სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება 31 000-ზე მეტი ადამიანისთვის გაიცა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით დაახლოებით 80 კმ-ში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი 9 400 აკრ ტერიტორიაზე სწრაფად გავრცელდა, რასაც ძლიერმა ქარმაც შეუწყო ხელი. შექმნილი მდგომარეობის გამო, სავალდებულო ევაკუაციის ბრძანება 31 000-ზე მეტი ადამიანისთვის გაიცა, 23 000-მა კი ევაკუაციის გაფრთხილება მიიღო.

რაც შეეხება ხანძრის ორ კერას, რომელიც ლოს-ანჯელესში 7 იანვარს გაჩნდა, მეხანძრეებმა მათი კიდევ უფრო დიდი ნაწილის გაკონტროლება შეძლეს. ამ დროისთვის ლოკალიზებულია იტონის ხანძრის 91%-ი და პალისეიდსის ხანძრის 68%.

ცნობისთვის, აღნიშნულ ხანძრებს 28 ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ან განადგურდა თითქმის 16 000 შენობა-ნაგებობა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა