პროკურორის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი  8 986 ბიტკოინი მიითვისა

პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986 ბიტკოინი მიითვისა.

აღნიშნულის შესახებ პროკურორმა შესავალ სიტყვაში განმარტა, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში წარმოთქვამს.

სადრაძის თქმით, აღნიშნული ბიტკოინი 2017 წლის მდგომარეობით 43 მილიონ დოლარამდე შეადგენდა.

სადრაძის თქმით, ბაჩიაშვილისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები მტკიცებულებებით დასტურდება, მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი დოკუმენტურია.

მისივე განმარტებით, ასევე გამოკვლეული იქნება ისეთი ხასიათის მტკიცებულებები, რაც ბრალდებულის მხრიდან ფაქტობრივად აღიარებას წარმოადგენს, რაც პროკურორის თქმით, როგორც მითვისების, ასევე ფულის გათეთრების მტკიცებას წარმოაჩენს.

ასევე, სადრაძის განცხადებით, სასამართლოში დაიკითხებიან შესაბამისი მანდატით ჩართული პირებიც და მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს წარმოდგენილი, უმაღლესი ხარისხისაა.

სახელმწიფო ბრალდება გიორგი ბაჩიაშვილის სრული მოცულობით დამნაშავედ ცნობას მოითხოვს.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე