დონალდ ტრამპმა „ჰუსიტები“ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ჰუსიტები“ უცხოური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„ჰუსიტების“ ქმედებები ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამოქალაქო და სამხედრო პირების უსაფრთხოებას, უახლოესი რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოებასა და გლობალურ საზღვაო სავაჭრო სტაბილურობას საფრთხეს უქმნის“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ცნობისთვის, იემენელმა „ჰუსიტებმა“ ღაზაში ომის დაწყების შემდეგ წითელ ზღვაში მცურავ გემებზე 100-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს.

დონალდ ტრამპმა „ჰუსიტები“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად 2021 წლის იანვარში გამოაცხადა. ჯო ბაიდენმა, აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, იემენში ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარების მიზნით „ჰუსიტებს“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნა. წითელ ზღვაში განხორციელებული თავდასხმების გამო 2024 წლის იანვარში აშშ-მა „ჰუსიტები“ „სპეციალურად განსაზღვრული გლობალური ტერორისტული ორგანიზაციების“ სიაში შეიყვანა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს