აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან მგალობლიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ, დავით ვერავასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ვეტერანებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათი სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს.

„მთავრობის თავმჯდომარემ ვეტერანებს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამები გააცნო, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრაზე ასევე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თბილისში მცხოვრებ დევნილ ვეტერანებს უკვე შეხვდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს