დავით დოიაშვილი - „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ნახავთ რა შეუძლია თეატრს

აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა პროკურატურასთან, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც - გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ, - ამის შესახებ „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტისას განაცხადა.

დოიაშვილმა სცენიდან ადამიანებს გვერდით დგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თავადაც ძალიან ეშინია, მაგრამ, აქვე მოიშველია სიტყვები: „ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების“.

„ეს ადამიანები არიან დაპატიმრებული, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით დღეს ისევ თეატრის წინ, ისევ ამ ეზოში, ისევ ამ ქალაქში, სადაც ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ.

რაც შემიძლია ახლა ვთქვა, არის ის, რომ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. აქ დგომა ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დიალოგი გამოგვენახა მხოლოდ პროკურატურასთან - ჯერ იყო და ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შემდეგ შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი თეატრი და მთელი ქართული კულტურა ხალხს, ვინც დაგვეხმარა, მართლა ძალიან დიდი მადლობა.

პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც - გვითხრა, რომ ჩვენ არც ვართ, არც ვარსებობთ და საერთოდ, არც ვაინტერესებთ.

დააბნელეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება და იქ ჩვენ ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს. ეს ჩვენი ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ დღეს ჩვენ, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა აუცილებლად შემოგვიერთდება.

აქვე, ვიწყებ დაანონსებას - „ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ!

ამ განცხადების გაკეთება იოლი გგონიათ? ძალიან ვნერვიულობ და მეშინია კიდეც. მეშინია იმიტომ, რომ პასუხისმგებელი ვარ თითოეულ აქ მდგომზე და თქვენზეც. იცით, რომ უშიშროება მილიარდ რამეს გააკეთებს, მილიარდ რამეს გამოაგდებს, როდესაც წავალთ რეგიონებში. მაშინ, მკითხავთ, რატომ ვაკეთებ ამას - იმიტომ, რომ ამ დროს მახსენდება ერთი გენიოსის სიტყვები - ადამიანი, რომელიც უშიშროებას თავისუფლებაზე ცვლის, არც უშიშროების ღირსია და არც თავისუფლების.

ჩვენ ვიწყებთ ახალი თეატრის მანიფესტს და ერთი რამ მინდა გითხრათ - ნუ იცეკვებთ იმათ დაკრულზე, მოდით აქ! ნუ იმღერებთ მათთან ერთად, მოდით აქ! ნუ ემსახურებით მათ იმიტომ, რომ აქ კარგია! ახლა, ვინც ტელევიზორებთან სხედხართ, გამოდით, რომ ვიყოთ ბევრნი, ბევრნი იმიტომ, რომ იქ არ უნდა წახვიდეთ, მოდით აქ, ჩვენი მანიფესტი გრძელდება, ნუ წახვალ იქ, მოდი აქ!“ - განაცხადა დავით დოიაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა