ანდრო ჭიჭინაძე - თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო - ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის - გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში

თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო. ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის - გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში, - ამის შესახებ მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან ავრცელებს წერილს, რომელიც ახალი თეატრის მანიფესტაციის დროს მსახიობმა გივიკო ბარათაშვილმა წაიკითხა.

ანდრო ჭიჭინაძე ყველა იმ ადამიანს უთვლის მადლობას, რომელიც ღირსეულ გარემოში ცხოვრებისთვის ყოველდღიურად იბრძვის.

„სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი, ცოტა მომიწევს.

როცა ვამბობ “თქვენ”, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად, ნაცნობებსა და უცნობებს. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გააზრებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებული, პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარემოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული.

ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია, ბედნიერი იყო. ნებისმიერი უარყოფითი გადათარგმნადია დადებითში და სიყვარულში. ალბათ, ჩემი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის - გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში, როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის, მენატრებით”, - წერს ანდრო ჭიჭინაძე საპატიმროდან.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა