ნინო კასრაძე - თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის უკლებლივ ყველა პატიმარს - არ შეიძლება საბედისწერო შეცდომა დავუშვათ, ჩვენს შვილებს ფარად უნდა დავუდგეთ

თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს და სისტემის უკლებლივ ყველა პატიმარს, - ამის შესახებ მსახიობმა ნინო კასრაძემ „ახალი თეატრის“ წინ, მსახიობებისა და რეჟისორების საპროტესტო მანიფესტის დროს განაცხადა.

ნინო კასრაძის თქმით, ანდრო ჭიჭინაძე არის სახე იმ ხალხის, იმ ახალგაზრდების, რომლებიც სისტემის ტყვეები არიან.

„2024 წლის 28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ გვამცნო, რომ საქართველომ შეაჩერა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ანუ ევროინტეგრაცია შეჩერებულია, - ასე დაიწყო! დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანდრო ჭიჭინაძეზე, როდესაც ვამბობთ, თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს, ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ანდროს, ეს ეხება ახალგაზრდას და უფროსს, რომელიც დღეს არის პატიმარი. ანდრო ჭიჭინაძე არის სახე იმ ხალხის, იმ ახალგაზრდების, იმ უფროსების, რომლებიც სისტემის ტყვეები არიან.

გავერთიანდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი შვილების ფარი. სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ მათაც, ვინც ჩვენსავით არ უყურებს რაღაც საკითხებს. გვმართებს დიდი სიბრძნე და არაფრით არ შეიძლება, რომ საბედისწერო შეცდომა დავუშვათ. ჩვენ ჩვენს შვილებს ფარად უნდა დავუდგეთ“, - განაცხადა ნინო კასრაძემ.

ცნობისთვის, „ახალი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის განცხადებით, მსახიობები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონებში გავლენ.

„„ახალი თეატრი“ გადის რეგიონებში - ყველგან მივალთ და ყველასთან დავილაპარაკებთ და თქვენ აუცილებლად ნახავთ, რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება ყველა. ჩვენ აუცილებლად გავიშლებით მთელს რეგიონებში. სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ!“, - განაცხადა დოიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია