გიგი წერეთელი - აშშ-თან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება შეიძლება, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დააგვიანა - სუფთა ფურცელი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც ახალი არჩევნების შემდეგ მოვა

აშშ-თან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება შეიძლება, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ დააგვიანა - სუფთა ფურცელი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც ახალი არჩევნების შემდეგ მოვა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას სურს „სუფთა ფურცლიდან განახლდეს აშშ-თან ურთიერთობა“.

როგორც გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, თუ არ იქნება კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება დაცული, წარმოუდგენელია აშშ-თან რაიმე ტიპის ჯანსაღ ურთიერთობაზე საუბარი.

„თუ ეს პრინციპები, რომელიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის და ინდივიდის პატივისცემა და ა.შ. არ არის დაცული, წარმოუდგენელია აშშ-თან რაიმე ტიპის ჯანსაღ ურთიერთობაზე ან ისეთ ურთიერთობაზე ლაპარაკი, რომელიც ჩვენ სიკეთეს მოგვიტანს. აშშ-თან ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება შეიძლება, მაგრამ ჯერ ერთი „ქართულმა ოცნებამ“ დააგვიანა და ვერც ამის ნიშანს ვერ ვატყობ, რომ ფურცლის გასუფთავებას აპირებდნენ. სუფთა ფურცლიდან დაწყება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ იქ არ უნდა იყოს რუსული ტიპის კანონები, არც პოლიტპატიმრების სია, დაწყებული საქართველოს მესამე პრეზიდენტით, დასრულებული ნებისმიერი აქტივისტით. ყველა უნდა იყოს თავისუფალი, უნდა მოხდეს იმ პირობების შესრულება, რაც ჩადებული იყო ქარტიაში, სტრატეგიულ პარტნიორობაში და ევრორეკომენდაციებში. თუ ეს ყველაფერი არ არის დაცული, სუფთა ფურცელი დარჩება მათ ფურცლად და ეს იქნება ტყუილი და ბლეფი. ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებისთვის ეს სუფთა ფურცელი ვერ იქნება, სუფთა ფურცელი იქნება ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც ახალი არჩევნების შემდეგ მოვა. ძალიან სწრაფად შევავსებთ იმ ფურცელს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გიგი წერეთელმა გადაცემაში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილს აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს იყო ძალიან კარგი ჟესტი ამერიკელი მეგობრების მხრიდან“.

„ჩემი აზრით, აქ გადამწყვეტი არ იყო მხოლოდ უილსონის როლი, როცა ასეთი ნაბიჯი იდგმება, ამის ორგანიზატორი მარტო უილსონი ხომ არ იქნებოდა. უილსონი ძალიან კარგი კაცია და ვიცნობ დიდი ხანია, ძალიან კარგ როლს თამაშობს იმისთვის, რომ დემოკრატიას დაუჭიროს მხარი, მაგრამ ბუნებრივია, ეს არის აშშ-ის ხელისუფლების ჟესტი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს ასეთი პატივით შეხვდნენ. ხელისუფლების წევრებს შეეძლოთ ყოფილიყვნენ ასეთივე პატივში, ოღონდ ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადაედგათ“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს