რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა მოიგერიეს, სამმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ მოსკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგო, რომლებიც დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა კოლომნასა და რამენსკოეში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილზე ზარალი ან მსხვერპლი არ ყოფილა“, - წერს სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე.

ამასთან, რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ მოსკოვის დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და ვნუკოვოს აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს, თუმცა მოგვიანებით განაახლეს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია რიაზანის, ტულას, კურსკისა და ლიპეცკის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების მოგერიების შესახებ.

ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ საღამოს განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში, ასევე ყირიმის თავზე 49 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის