უკრაინის საგარეო უწყება - რობერტ ფიცო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განცხადებებით საზოგადოების დაშინებას და ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის თქმით, უკრაინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განიხილავს, როგორც სლოვაკეთის საზოგადოების დაშინების და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობას, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

მისი თქმით, უკრაინაში „ღირსების რევოლუციის“ დროს ვრცელდებოდა ყალბი ამბები მომიტინგეებისთვის თანხის გადახდისა და გაწვრთნილი ბოევიკების არსებობის შესახებ.

„მეჩვენება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ კარადიდან გამოიღო რაღაც, რაც დიდი ხანია გაფუჭდა და ჩემი აზრით, მსგავსი რამის საჯაროდ გამოყენება ულამაზო საქციელია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.

ირაკლი  მელაშვილი - დღეს ქვეყანაში პოლიტიკურად პატური სიტუაციაა შექმნილი - შიშიდან გამომდინარე ორივე მხარე უარყოფს დიალოგს, როგორც პოლიტიკური პრობლემის გადაჭრის ქვეყნისათვის ყველაზე უმტკივნეულო და სასურველ ფორმას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში