პრემიერ-მინისტრი გიორგი ბაჩიაშვილზე - ოპოზიციონერობა თავშესაფარია საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც პრობლემები აქვთ - კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია

ოპოზიციონერობა თავშესაფარია ხოლმე საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ - სასამართლოს მიერ აღიარებული, სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელთან, გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და „რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს შანსი, ქართულ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწიოს“.

„ოპოზიციონერობა არის ხოლმე თავშესაფარი საქართველოში ისეთი ადამიანებისთვის, რომელთაც გარკვეული პრობლემები აქვთ. ამის არაერთი მაგალითია. ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია კრიმინალების თავშესაფრადაა გადაქცეული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სასამართლოს მიერ აღიარებული, სტრასბურგის მიერ დადასტურებული კრიმინალებით არის სავსე რადიკალური ოპოზიცია. ეს არის ერთგვარი ტენდენცია. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს არანაირი შანსი, ქართულ პოლიტიკაში წარმატებას მიაღწიოს - საზოგადოება ყველაფერს ხედავს“,- განაცხადა კობახიძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა