ირაკლი კობახიძე - ჩვენ ამერიკულ მხარეს ვთავაზობთ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს

ჩვენ ამერიკულ მხარეს ვთავაზობთ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, თუ ამერიკის მხრიდან იქნება „ანალოგიური ინტერესი, ურთიერთობები გადაიტვირთება“.

„შიდა სამზარეულოზე ვერ ვისაუბრებთ. ჩვენი მხრიდან, რაც მთავარია, სრული მზაობაა იმისათვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები გადაიტვირთოს. უფრო მეტიც, ჩვენ ამერიკულ მხარეს ვთავაზობთ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სუფთა ფურცლიდან აღდგეს. თუ იქნება ამერიკის მხრიდან ანალოგიური ინტერესი, რა თქმა უნდა, ურთიერთობები გადაიტვირთება. რა თქმა უნდა, დაველოდებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიციას“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში ომის შესაძლო თავიდან არიდებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „ნებისმიერი ომის თავიდან აცილებაა შესაძლებელი“.

„იმაზე, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. თუმცა, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა. ამან დამანგრეველი შედეგები მოუტანა ჩვენს მეგობარ ქვეყანას, უკრაინას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ომის თავიდან აცილება შეიძლება. თავისუფლად შეიძლებოდა 2008 წლის ომის თავიდან აცილებაც, იმავე შეიძლებოდა უკრაინაშიც. თუმცა კონკრეტულმა ძალებმა და ე.წ. დიფსთეითმა და იმავე გლობალური ომის პარტიამაც, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში ომი მომხდარიყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს