ანა დოლიძე - მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ძალაუფლება დარჩეს ხალხს და ქართული პოლიტიკა განახლდეს, არის პროცესში დიასპორის ჩართულობა

მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ძალაუფლება დარჩეს ხალხს და ქართული პოლიტიკა განახლდეს, ეს არის დიასპორის ჩართულობა - ჩვენ ცალკე ავირჩევთ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ აღნიშნა და მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე ხალხს ქართული პოლიტიკის განახლების გზამკვლევს სთავაზობს.

როგორც დოლიძე ამბობს, დიასპორას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში.

„მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ძალაუფლება დარჩეს ხალხს და ქართული პოლიტიკა განახლდეს, ეს არის დიასპორის ჩართულობა. გლობალიზაციის პირობებში საქართველოს მოსახლეობა არის ძალიან მობილური. საქართველოდან მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი წავიდა და ისინი არიან დიასპორის წევრები. დიასპორა აგზავნის ფულს საქართველოში და გვარჩენს ბევრი წლის განმავლობაში. შესაბამისად, დიასპორას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. ამის არაერთი მაგალითი არსებობს მსოფლიოში, მათ შორის, არის მოლდოვაში. ჩვენ ცალკე ავირჩევთ დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში. გლობალიზაცია სხვა არჩევანს არ გვიტოვებს“, - განაცხადა ანა დოლიძემ

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს