კახა კალაძე - რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს?

რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რის გამო? იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„დღევანდელ მსოფლიოში ისეთი წარმოუდგენელი რამეები ხდება, რომ რთულია, რაიმეზე წინასწარ გააკეთო განმარტება. რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რის გამო? იმის გამო, რომ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესს, საკუთარი ქვეყნის მოსახლეობას, არავის აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში გაიხსნას მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს და ამით დაგვეზარალებინა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკონომიკა, მშრომელი ადამიანი, მცირე და საშუალო ბიზნესი? ამის გამო დასანქცირება წარმოუდგენელია. ისეთი უსამართლობები ხდება მსოფლიოში, წარმოუდგენელია. თუმცა, ვფიქრობ და მინდა მჯეროდეს იმის, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება, ბევრი რამ გადალაგდება და ყველაფერი დაუბრუნდება სამართლიანობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მათ ვერანაირი განმარტება ვერ მოისმინეს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დასანქცირდა ბიძინა ივანიშვილი.

„ყველაფერს რუსულს არქმევენ, როდესაც საქმე ეხება პატრიოტიზმს და ქვეყნის ინტერესების დაცვას. ბევრჯერ გაგვიკეთებია განმარტება და კიდევ გავიმეორებ, ყოველთვის ვიდგებით იქ, სადაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის მომავალს. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინტერესები გამოყენებული იყოს სხვა, დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა და მისი მოსახლეობა. ზოგიერთმა ქვეყანამ და მისმა წარმომადგენელმა ახლა გაიგო, რომ მოატყუეს ისინი, უბედურებაში აცხოვრეს, ახლაც უბედურება ხდება იმ ქვეყანაში და დღეს გაიგო თურმე, რომ მოტყუებულია და ძალიან მძიმე მდგომარეობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია