ანა დოლიძე - თუ გვინდა, რომ ძალა ჰქონდეს ხალხს, უნდა ჩატარდეს რეფერენდუმები მიმდინარე საკითხებზე, როგორც ეს ხდება შვეიცარიაში

თუ გვინდა, რომ ძალა ჰქონდეს ხალხს, უნდა შემოვიღოთ რეფერენდუმები მიმდინარე საკითხებზე, როგორც ეს ხდება შვეიცარიაში, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ანა დოლიძემ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე ხალხს ქართული პოლიტიკის განახლების გზამკვლევს სთავაზობს.

“თუ გვინდა, რომ ძალა ჰქონდეს ხალხს, უნდა შემოვიღოთ რეფერენდუმები მიმდინარე საკითხებზე, როგორც ეს ხდება შვეიცარიაში. შვეიცარიაში ხიდი აშენდეს თუ არა ამას წყვეტს ხალხი. ჩვენთან როგორ არის ?! 4 წლის მთავრობა გადაწყვეტილებას რომ მიიღებს, შემდეგ ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერაფერს ვუშვრებით. ეს არის მოძველებული მეთოდი, მით უმეტეს დღეს, როდესაც იცვლება დროება, რომ ეს ყველაფერი მოძველებულია. თუ გვინდა, რომ ძალა ჰქონდეს ხალხს, უნდა შემოვიღოთ რეფერენდუმები მიმდინარე საკითხებზე, როგორც ეს ხდება შვეიცარიაში. ისე არ უნდა მოხდეს, როგორც დღეს არის, შეიცვალოს კურსი და დარჩეს ხელისუფლებაში. ამით ძალაუფლება რჩება ხალხს და არ მიდის სადღაც“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

„ფეისბუქში“ ანა დოლიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს