ანა დოლიძე - ახალი ძალებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევაა საჭირო

სისტემას განახლება სჭირდება - მაგალითად, საჭიროა ბარიერის დაწევა. 5%-იანი ბარიერი ხელს უწყობს იმას, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე ვერ განახლდეს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, ხალხში „ქართული პოლიტიკის განახლების წყურვილია“.

„წყურვილია ხალხში, რომ ქართული პოლიტიკა განახლდეს, რომ პოლიტიკაში ახალი ხალხი და ახალი ენერგია შემოვიდეს. ახალ ხალხს ექნება შესაძლებლობები ახალი ფორმები შეიტანოს პოლიტიკაში და ეს კარგია. როგორ უნდა გაკეთდეს ეს, როდესაც ტიკები რომელშიც ახალი ღვინო უნდა ჩაისხას, ძველია. რას ვგულისხმობ ამაში?! იმას, რომ ფორმები, საშუალებები, პარტიების შესახებ კანონმდებლობა ძველია. ჩვენ წინაშეა ახალი ხალხი, ხოლო წესები ძველია. ნელ-ნელა ჩემი გულშემატკივრობით, წესები უნდა შეიცვალოს. ეს არ არის ხვალინდელი ამოცანა. ხვალინდელი ამოცანა ისაა, რომ რა წესებიც არსებობს, ამ წესებით არჩევნები დავანიშნინოთ. მაგრამ ზეგინდელი ამოცანა ახალი წესების შემოღებაა. სისტემას განახლება სჭირდება. ეს შეთავაზება საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა. ეს არის ბარიერის დაწევა, რომელიც არის მნიშვნელოვანი. ვინც პროტესტში მონაწილეობთ, უნდა მოითხოვოთ ბარიერის დაწევა. საქართველოს კონსტიტუციაში 5%-იანი ბარიერი წერია. საქმე ისაა, რომ ეს მაღალია. ეს ბარიერი ხელს უწყობს იმას, რომ ქართული პოლიტიკური სივრცე ვერ განახლდეს, ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება. ეს შემდგომმა პარლამენტმა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს