ლევან მაჭავარიანი - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღების იმედი გვაქვს

ძალიან პარადოქსულია, როცა ჩვენ გვედავებიან, რომ რუსეთთან ურთიერთობების დაახლოების გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის აკრედიტაციის საკითხი შეიძლება გადაიხედოს - წლების წინ, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა, სწორედ ჩვენ დავაყენეთ რუსეთის დელეგაციისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხი, მაგრამ მაშინ ეს გადაწყვეტილება არ მიიღეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განუცხადა, რომელიც XI მოწვევის პარლამენტიდან PACE-ს დელეგაციის სათადარიგო წევრია.

მაჭავარიანის თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აკრედიტაციის საკითხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან ჯანსაღი გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვთ.

„გვაქვს დიდი იმედი და ჯანსაღი მოლოდინი იმისა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტოს ასამბლეის გადაწყვეტილება ობიექტურობას და ფაქტებს დაეფუძნება.

მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა, რა პროცესშიც ჩართულია პარლამენტი, PACE-ს დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროსაბჭოში საქართველოს ელჩი.

ჩვენ ჯანსაღი გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს.

სამწუხაროდ, ოპოზიცია ძალიან გვიშლის ხელს. მათ წერილიც გააგზავნეს იმის თაობაზე, რომ იქნებ აკრედიტაცია შეგვიჩერდეს. ეს იმ წერილის მსგავსია, რომელიც 18 ნოემბერს გააგზავნეს, სადაც საქართველოსთან ყველანაირი ურთიერთობების გაწყვეტას ითხოვდნენ. რა თქმა უნდა, ამ საკითხში ჩართულია მათი მფარველები - იგივე გლობალური ომის პარტია თუ Deep State-ი. ეს უკვე „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიას აღარ ჰგავს, ვინაიდან აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა მოაწერა ხელი განკარგულებას ბიუროკრატიის Deep State-გან გაწმენდის შესახებ.

კარგად გვახსოვს ოპოზიციის მოქმედებები, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვიღებდით - დადიოდნენ კაბინეტებში და ცდილობდნენ, რომ ამაში ხელი შეეშალათ. ახლაც იგივე პროცესს ვადევნებთ თვალს, თუმცა ჯანსაღი მოლოდინები გვაქვს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის