თბილისში, 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

თბილისში, 26 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს.

არსებული ინფორმაციით, მოკლული 26 წლის მამაკაცი ლევან ჯანგულაშვილია, რომელიც წარმოშობით სოფელ ნუკრიანიდან არის.

ადგილობრივების ინფორმაციით, ის დედასთან ერთად თბილისში ცხოვრობდა და მას გაუჩინარების შემდეგ საქართველოს მასშტაბით ეძებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.

მოკლულის დედა, თეო კრაწაშვილი AMBEBI.GE-თან ადასტურებს, რომ ლევან ჯანგულაშვილს 12 დღის განმავლობაში ეძებდნენ:

„არაფერი ვიცი, რა მოხდა, გამოძიება მიდის... 12 იანვრის შემდეგ ვეძებდით ბავშვს. არც მკვლელი ვიცი, არც მკვლელობის მოტივი. ლევანი მშენებლობაზე არ მუშაობდა, უბრალოდ, მისი გვამი იპოვეს იქ (ვაშლიჯვარში)“, - აცხადებს მოკლულის დედა.

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 იანვარს, საღამოს საათებში, ვაშლიჯვრის დასახლებაში არსებული მშენებარე კორპუსის მერვე სართულზე ბრალდებულმა სხვადასხვა ნივთების დარტყმით მოკლა ერთი პირი, რის შემდეგაც მან გვამი ლიფტის შახტში დაწვა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 22 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს