დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან კონტაქტისთვის მზად არის - ველოდებით სიგნალებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კონტაქტისთვის, მოსკოვი ელოდება სიგნალებს და დროულად მოგაწვდით ინფორმაციას შესაძლო საუბრის შესახებ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მისმინეთ, პუტინი მზად არის, ჩვენ ველოდებით სიგნალებს, ყველა მზად არის. ამიტომ აქ ყავის ნალექზე მკითხაობა რთულია. როგორც კი რამე მოხდება, თუ რამე მოხდება, შეგატყობინებთ“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მოსალოდნელია თუ არა რუსეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის კონტაქტი შაბათ-კვირას.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს, რაც შეიძლება მალე შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი შეაჩერონ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს