ბათუმში, პროკურატურასთან, „გახარია - საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმში, პროკურატურასთან, „გახარია-საქართველოსთვის“ წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი პროკურატურას მოუწოდებენ, სასტუმრო „შერატონში“, გიორგი გახარიაზე მომხდარი თავდასხმის ვიდეომასალა გაასაჯაროოს. ასევე, გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები, თავდასხმის ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის გახარიასთვის გადაცემას მოითხოვენ.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ ადგილი აქვს თავდასხმის ფაქტის გაყალბებას.

„პროკურატურასთან ვართ იმიტომ, რომ მათი მოვალეობა შევახსენოთ - დანაშაულის გამოძიება მოხდეს, რომლის დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია. ამ პროკურატურამ მძევლად აიყვანა მთავარი მტკიცებულებები, თავდასხმის გარდა, ამ სერვერებზე სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებია. დიახ, პროკურატურა ამ დანაშაულის თანამონაწილეა“, - აცხადებენ შეკრებილები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს