ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, 23 იანვარს, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან. აქცენტი გაკეთდა კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომელიც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას შავი ზღვის გავლით და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ აქტიურადაა ჩართული შუა დერეფნის განვითარებისა და პროცესების გაუმჯობესების საკითხებში. კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერის, მარიო ესკობარის თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ჰაბი, APM Terminals-ს კი სურს ააშენოს საჭირო ინფრასტრუქტურა და მხარი დაუჭიროს პროცესის გაუმჯობესებას, რათა ის გახდეს შუა დერეფნისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 100-ზე მეტი წარმომადგენელი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა