გედევან ფოფხაძე - რეჟიმისთვის ყველაზე დიდი კოშმარი მორალური დეგრადაციაა - როცა სახელმწიფო კარგავს საერთაშორისო გავლენას, კარგავს საშინაო სუვერენიტეტს

ყველაფერი, რაც დღეს კეთდება რეჟიმის წინააღმდეგ, ზედმეტი არ არის. ბოლოს შეიძლება უმნიშვნელო „ტრიგერი“ გახდეს ის, რაც რეჟიმს გარდატეხს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გედევან ფოფხაძემ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, პროტესტის არცერთი ფორმა არ არის ზედმეტი და ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს.

„კომპლექსურობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაფერი რაც დღეს კეთდება რეჟიმის წინააღმდეგ, არაფერი არ არის ზედმეტი. ბოლოს შეიძლება უმნიშვნელო „ტრიგერი“ გახდეს ის, რაც გარდატეხს რეჟიმს. არაფერი არ არის ზედმეტი და ყველაფერს თავისი მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სახელმწიფო კარგავს საერთაშორისო გავლენას, კარგავს საშინაო სუვერენიტეტს, მისი ხელისუფლება ლეგიტიმაციას ავტომატურად კარგავს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური. მგონია, რომ ამ რეჟიმის ბედი არის გადაწყვეტილი, საუბარია კონკრეტულ ათვლის წერტილზე, როდესაც ყველაფერი კომპლექსურად მოიტანს იმ შედეგს, რითაც ეს რეჟიმი ცხოვრების უუნარო გახდება“, - განაცხადა ფოფხაძემ და დასძინა, რომ „რეჟიმისთვის ყველაზე დიდი კოშმარი არის მორალური დეგრადაცია“.

„ყველაზე დიდი კოშმარი რეჟიმისთვის, რაც ახლა მოსდით მათ, არის მორალური დეგრადაცია. როდესაც რეჟიმი მორალურ სახეს ბოლომდე კარგავს, ძალიან უმნიშვნელო მიზეზი შეიძლება მისი კრახის წინაპირობა გახდეს“,- აღნიშნა ფოფხაძემ.

მისივე მოსაზრებით, „ქართულ ოცნებას“ სახალხო პროტესტის უფრო უნდა ეშინოდეს, ვიდრე პოლიტიკურის, რადგან მისი თქმით, „სახალხო პროტესტმა მიიღო პროტესტის მაღალი და მასშტაბური ხარისხი“.

„სახალხო პროტესტმა თავისი თამასა უფრო მაღლა აწია და მან მიიღო პროტესტის უფრო მაღალი და მასშტაბური ხარისხი, ვიდრე პოლიტიკური პროტესტია. როდესაც პროტესტში საზოგადოების ყველა სეგმენტი ერთვება, შეიძლება პოლიტიკური პროცესი ჩაიჩოჩოს, რაშიც ვერ ვხედავ ცუდს, პირიქით, მგონია, რომ რეჟიმს სახალხო პროტესტის უფრო უნდა ეშინოდეს, ვიდრე პოლიტიკურის. ჩვენ ამოცანას ვხედავდით იმაში, რომ დემოკრატიული არჩევნებით შეგვეცვალა რეჟიმი. რეჟიმმა ეს მოცემულობა ხალხს ჩაუკეტა. აქ უკვე პოლიტიკური პროცესი საკმარისი არ იყო და წინა პლანზე გადმოვიდა ქართველი ხალხი თავისი სახალხო პროტესტით, რომელიც ამბობს, რომ მას უნდა უფლება ჰქონდეს თვითონ აირჩიოს ხელისუფლება, რუსეთის სპეცოპერაციებით არჩეული ხელისუფლების პირობებში კი არ უნდა იცხოვროს“,- განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციურ სპექტრში კომუნიკაცია მუდმივად მიმდინარეობს.

ფოფხაძის თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და დაცული საგარეო ჩარევებისგან.

„ოპოზიციას გვაქვს თანამშრომლობის გარკვეული ფორმატები, კომუნიკაცია სულ არის ოპოზიციურ სპექტრში. რუსთაველზე ყველა ერთად ვდგავართ. ხაზს ვუსვამ იმას, რომ სახალხო პროტესტი არის პროტესტის უფრო მაღალი ფორმა და ხარისხი, ვიდრე პოლიტიკური.

ჩვენთვის მთავარია არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს, რომ იყოს დაცული საგარეო ჩარევებისგან და ავტორიტარული რეჟიმის გამოვლინებებისგან. ყველაზე მტკივნეული თემა, რის გარშემო ვართ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული არის უკანონო პატიმრები. ეს არის საკითხი, რაზეც ერთ აზრზე ვართ, თანმიმდევრულები ვართ, ერთიანები ვართ და კოორდინირებულებიც. არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ციხეში მხოლოდ იმიტომ სხედან, რომ საქართველო უყვართ“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო